Eng

დიჯიპასი

დიჯიპასი გამოიყენება ერთჯერადი კოდების გენერაციისთვის, ინტერნეტ და მობაილ ბანკში განხორციელებული ოპერაციების დასადასტურებლად. შესაძლებელია როგორც ელექტრონული დიჯიპასით სარგებლობა, ასევე ფიზიკური დიჯიპასის მოწყობილობის გამოყენება

ელექტრონული დიჯიპასი ინტეგრირებულია მომხმარებლის ინტერნეტ და მობაილ ბანკში. უპირატესობებია:

  • ტრანზაქციების დადასტურება ულიმიტოდ
  • სარგებლობა ინტერნეტის და როუმინგის მომსახურების გარეშე
  • ერთ აპლიკაციაში რამოდენიმე მომხმარებლის დამატება

ელექტრონული დიჯიპასის გააქტიურება/რეგისტრაცია:

  • გააქტიურება შესაძლებელია მობაილ ბანკის აპლიკაციის საწყისი გვერდიდან (Log in Page).
  • რეგისტრაცია შესაძლებელია ინტერნეტ ბანკის ვებ ვერსიიდან: ჩემი პროფილი > მოწყობილობები > ელექტრონული დიჯიპასის დამატება

ელექტრონული დიჯიპასით სარგებლობის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ აქ: ინსტრუქცია / ვიდეო ინსტრუქცია

ფიზიკური დიჯიპასი არის საბანკო მოწყობილობა, რომელიც ასევე გამოიყენება ონლაინ ტრანზაქციების შესრულებისას, ან საბანკო სერვისების მისაღებად. უპირატესობებია:

  • მოწყობილობით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ
  • დაცულია პინკოდით
  • დაგენერირებული ტან კოდი გამოიყენება ერთჯერადად, მხოლოდ კონკრეტული ოპერაციის შესასრულებლად

ფიზიკური დიჯიპასით სარგებლობის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ აქ: ინსტრუქცია.