CEB დაფინანსების პროგრამა
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისა (CEB) და პროკრედიტ ბანკის თანადაფინანსების პროგრამა მიმართულია იმ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო რესურსის გამოყოფაზე, რომლებსაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანი გავლენას შეუძლიათ მოახდინონ ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და წარმოების სექტორის მოდერნიცაზიის მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი ინიციატივები:
- კვლევები და სწავლებები (ტექნიკური, ეკონომიკური ან კომერციური, საინჟინრო), რაც ითვალისწინებს პროექტის ტექნიკურ ზედამხედველობასა და სხვა პროფესიონალურ მომსახურებებს, აღნიშნული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 5%-ს
- მიწის ნაკვეთის შეძენა, თუ ის არ არის დონაციით ან გრანტით მიღებული
- მიწის მომზადება/დამუშავება
- შენობა/ნაგებობის აშენება/განახლება/მოდერნიზაცია ან შეძენა
- ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორიც არის კანალიზაცია, წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ელექტროენერგია და სატელეკომუნიკაციო ქსელები, ნარჩენების გატანა, ჩამდინარე წყლის დამუშავება, გზების მოწყობა და სხვა
- სახელმწიფო სერვისების მდგრადობისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება
- მანქანა-დანადგარების შეძენა, მათ შორის აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე თანამშრომლების ტრენინგების ხარჯები.
სესხები სტანდარტული დაფარვის გრაფიკით | ლარი | დოლარი | ევრო |
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი | ფიქსირებული, ინდექსირებული (რეფინანსირების განაკვეთი, 6 Month TERM SOFR, ევრიბორი) | ||
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი | 12.50%-დან | 8.70%-დან | 8.00%-დან |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | 14.20%-დან | 9.75%-დან | 8.89%-დან |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ინდექსის 3%-ით გაზრდის შემთხვევაში, დოლარსა და ევროში / 5%-ით გაზრდის შემთხვევაში ლარში | 19.89%-დან | 13.19%-დან | 12.80%-დან |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის 15%-იანი გაუფასურების შემთხვევაში | N/A | 28.58%-დან | 28.13 %-დან |
სესხის გაცემის საკომისიო | 0.20%-დან | ||
თანხის განაღდების საკომისიო | 0.20% | 0.30% | 0.30% |
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი | 158 ლარი ერთ ქონებაზე | ||
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი | 158 ლარი ერთ ქონებაზე | ||
წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო | ფიქსირებული განაკვეთისთვის : | ||
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა; | |||
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა; | |||
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა; | |||
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა. | |||
ინდექსირებული განაკვეთისთვის: | |||
თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%; | |||
თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 % |